სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: ,,მიხა ხელაშვილი-ტრაგიკული ბედის მქონე პოეტი“
2. პროექტის იდეა: დღეს ბევრს საუბრობენ სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის ცხოვრების შესახებ. საინტერესოა მოსწავლეებისათვის თითქმის უცნობი ახალგაზრდა პოეტების ცხოვრების შესწავლა, ამიტომ ისინი გაეცნობიან ცხოვრებასა და შემოქმედებას მიხა ხელაშვილისას, რომელიც ტრაგიკული ბედის მქონე ახალგაზრდა პოეტი იყო და პოლიტიკურ მოვლენებს შეეწირა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პარალელს გაავლებენ თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებსა და იმ რეჟიმს შორის,რომლის მსხვერპლიც გახდა ახალგაზრდა პოეტი.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან მიხა ხელაშვილის პოეზიას,გაეცნობიან იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოეტი,პარალელს გაავლებენ ორ განსხვავებულ ეპოქას შორის(მიღებული ცოდნა კი დაეხმარებათ გეოგრაფიისა და ისტორიის შესწავლაშიც). დაწერენ ესეს
5.მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი
6.ვადები: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რომლებიც შეიძლება შეიქმნას: ფოტომასალა,კედლის გაზეთი,ესეები,,პრეზენტაცია
8.რესურსები: კომპიუტერი, https://burusi.wordpress.com/2009/06/13/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
მიკროავტობუსი, რვეულები,კალმები,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,დიქტოფონი...
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას პოეტ მიხა ხელაშვილის შესახებ ინტერნეტის საშუალებით; მოაწყობენ სასწავლო ექსკურსიას,რათა შეისწავლონ და უკეთესად გაეცნონ იმ გარემოპირობებს, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იგი.შეხვდებიან და გაესაუბრებიან იმ ადამიანებს,რომელთაგანაც გაიგებენ მის შესახებ,ჩაიწერენ ინტერვიუებს მათგან, გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს,რათა დაუკვირდნენ დეტალებს ისტორიული მოვლენების შესახებ,რომლის მსხვერპლი გახდა პოეტი.გაეცნობიან ხალხში გბნეულ იმ პოეზიის ნიმუშებს,რომლებიც მის მიერ არის შექმნილი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი უკავშირდება გეოგრაფიას,ისტორიას./ესგ-ს : ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
- წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
- მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
11.პროექტის ხელმძღვნელი: ფ.წიკლაური
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:ciklaurif@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment