Sunday, August 28, 2016

აი,მიიწურა ზაფხულიც და კვლავ სამუშაო რეჟიმს ვუბრუნდებით...
 


   

ყველას ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაო წელს

Tuesday, August 16, 2016

                                                         აგვისტოს ცხელი დღე...




  ცხელა,მაგრამ ყოველი დღე ლამაზი და შინაარსიანია...

Saturday, July 23, 2016

ზაფხულია

    ზაფხულის   ცხელი დღეები გრძელდება ...ზაფხული განსაკუთრებით ცხელია კახეთში,თუმცა აქ დროს მაინც შინაარსიანად ვატარებთ










მზე და ამწვანებული გარემო სიცოცხლის სიყვარულს აათკეცებს
Add caption


Tuesday, July 12, 2016

                                                   რა ვისწავლე ტრენინგზე

      ტრენინგზე ,რომელიც 39 საათს მოიცავდა,უამრავი რამ შევისწავლე, კერძოდ, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში:პრეზენტაციისათვის ,გაკვეთილის დაგეგმვისათვის...გავეცანი იმ  დეტალებს,რომლებიც მომავალში პრეზენტაციის გასაკეთებლად და გაკვეთილის გეგმის შესადგენად აუცილებლად გამომადგება. უკეთესად ვისწავლე პროექტზე მუშაობა და ავითვისე პროექტისათვის ტექნოლოგიების გამოყენება.
      ვისწავლე, აგრეთვე ,  ,,გუგლდისკზე"  მუშაობა... და თანაც,  ,,მე უკვე ბლოგერი ვარ"  :)  შემიძლია,ინსტრუმენტად ბლოგის გამოყენება.
     ამისათვის კი დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლალი გიგაურს,რომელმაც ენერგია და ძალა არ დაზოგა იმისათვის,რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება  ჩვენთვის გაეზიარებინა.

Monday, July 11, 2016

ტრენინგის პორტფოლიო

პორტფოლიო
                                             მესამე მოდულის შეჯამება

        მესამე მოდული ორდღიანი ტრენინგისაგან შედგებოდა.ჩვენ გავეცანით პროექტზე მუშაობის დეტალებს და ვისწავლეთ ინსტრუმენტად ბლოგის გამოყენება.

    ვიდრე საბოლოო სახეს მივცემდით ჩვენს იდეას, ,ვისწავლეთ  ბლოგზე ტექსტისა  და ფოტოების განთავსება, შემდეგ კი,როგორც უკვე აღვნიშნე,გავეცანით იმ  დეტალებს,რომლებიც პროექტის განხორციელებისათვისაა საჭირო.ამისათვის მადლობას ვუხდი ლალის

Friday, July 8, 2016

ვაჟა-ფშაველა

                                       ვაჟა-ფშაველა

        მთის ბუმბერაზი პოეტი-ვაჟა-ფშაველა ფშავში,სოფელ ჩარგალში დაიბადა.













დიდი პოეტი რთულ პირობებში ცხოვრობდა,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის,ისეთი ნაწარმოებები შეექმნა,შთამომავლობას საუკუნო საგზლად დარჩენოდა:
 ,,შვლის ნუკრის ნაამბობი", ,,ია",  ,,ქუჩი",,,ამოდის,ნათდება",  ,,ალუდა ქთელაური", ,,სტუმარ-მასპინძელი, ,,ბახტრიონი"...                                                                                                                                                                                                                                                                                                              
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       დიდი გენია ,,ბახტრიონის დევად" მოიხსენია პაოლომ,იაშვილმა.პოეტის ღვაწლი მის სიცოცხლეში კარგად იყო ცნობილი,თუმცა მისი ბედი მაინც ტრაგიკული იყო-გაუსაძლის საღარიბეში ცხოვრობდა და წერდა...

Tuesday, July 5, 2016

სასწავლო პროექტი

                              სასწავლო პროექტის  გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:  ,,მიხა ხელაშვილი-ტრაგიკული ბედის მქონე პოეტი“
2. პროექტის იდეა: დღეს  ბევრს  საუბრობენ  სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის ცხოვრების შესახებ. საინტერესოა მოსწავლეებისათვის თითქმის  უცნობი ახალგაზრდა პოეტების ცხოვრების შესწავლა, ამიტომ ისინი გაეცნობიან   ცხოვრებასა და შემოქმედებას მიხა ხელაშვილისას, რომელიც ტრაგიკული  ბედის  მქონე  ახალგაზრდა პოეტი იყო და პოლიტიკურ მოვლენებს შეეწირა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პარალელს გაავლებენ თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებსა და იმ რეჟიმს შორის,რომლის მსხვერპლიც გახდა ახალგაზრდა პოეტი.
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები შეისწავლიან მიხა ხელაშვილის პოეზიას,გაეცნობიან იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოეტი,პარალელს გაავლებენ ორ განსხვავებულ ეპოქას შორის(მიღებული ცოდნა კი  დაეხმარებათ გეოგრაფიისა და ისტორიის შესწავლაშიც). დაწერენ ესეს
5.მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი
6.ვადები: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რომლებიც შეიძლება შეიქმნას: ფოტომასალა,კედლის გაზეთი,ესეები,,პრეზენტაცია
მიკროავტობუსი, რვეულები,კალმები,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,დიქტოფონი...
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას პოეტ მიხა ხელაშვილის შესახებ ინტერნეტის საშუალებით; მოაწყობენ სასწავლო ექსკურსიას,რათა შეისწავლონ და უკეთესად გაეცნონ იმ გარემოპირობებს, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იგი.შეხვდებიან და გაესაუბრებიან იმ ადამიანებს,რომელთაგანაც გაიგებენ მის შესახებ,ჩაიწერენ ინტერვიუებს მათგან, გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს,რათა დაუკვირდნენ  დეტალებს ისტორიული მოვლენების შესახებ,რომლის მსხვერპლი გახდა პოეტი.გაეცნობიან ხალხში გბნეულ იმ პოეზიის ნიმუშებს,რომლებიც მის მიერ არის შექმნილი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი უკავშირდება გეოგრაფიას,ისტორიას./ესგ-ს : ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
  • წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
  • მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
11.პროექტის ხელმძღვნელი: ფ.წიკლაური
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:ciklaurif@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

ზაფხულია...

...
           დადგა მხიარული ზაფხული,რომელსაც მართლაც სულმოუთქმელად ველოდით.ჯერჯერობით კვლავ მუშაობის რეჟიმის მიუხედავად,მაინც ამაღლებული განწყობა მეუფლება საინტერესო დსასვენების მოლოდინში,,,


           







    დასვენებას ჩემს საყვარელ სტეფანწმინდაში        ვაპირებ,რადგან საუკეთესო მოგონებები ჩემი ცხოვრებისა სწორედ ამ მშვენიერ ადგილებს უკავშირდება-ჩემს დედულეთს-ტკბილსა და მაღალი მთებით გარშემორტყმულს.

ტექნოლოგიების გამოყენება ქართულის გაკვეთილზე

       გაკვეთილი,რომელიც ტექნოლოგიებითაა გამდიდრებული,რა თქმა უნდა,უფრო საინტერესო და შინაარსიანი იქნება მოსწავლეებისათვის.ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულის გაკვეთილის გამდიდრება ნამდვილად შესაძლებელია,კერძოდ,კომპიუტერის დახმარებით შევადგენ გაკვეთილის გეგმებს,პრეზენტაციებს, შევქმნი სქემებს,დიაგრამებს, გამოვიყენებ საინტერესო ლინკებს,მოსწავლეებთან ერთად მოვიძიებ  მნიშვნელოვან და თემასთან დაკავშირებულ სტატიებს.დანვახორციელებ პროექტებს,გავაცნობ მათ ბლოგებზე განთავსებულ მასალება და ასე შემდეგ.

მე დღეიდან ბლოგერი ვარ...

     ასე თუ ისე ,გავეცანი ინტერნეტსივრცის საიდუმლოს, რაც   რა  თქმა უნდა, მახარებს. ვფიქრობ, შინაარსიანად  გამოვიყენებ  ამ  ცოდნას. შეძლებისდაგვარად შევეცდები,გავამდიდრო და შევავსო გამოცდილებით,მეტი ვიფიქრო და ვიმუშაო...რაც შეეხება ბლოგრობას,ვფიქრობ,ჩემს ბლოგზე საინტერესო მასალას განვათავსებ,შევეცდები,პროფესიული თვალსაზრისით ნაყოფიერად გამოვიყენო მიღებული ცოდნა.